ვიგოს “სელტასთან” თამაშამდე ერთი დღით ადრე მარკ-ანდრე ტერ შტეგენი რამდენიმე საინტერესო საკითხზე საუბრობს.
“სელტასთან” რთული მატჩი გველის. ეს ის გუნდია, რომელიც ძალიან ხშირად გვირთულებს საქმეს და მათ წინააღმდეგ მოდუნება არ შეიძლება.
ჩვენი გუნდის გამოსვლით ამ სეზონში კმაყოფილი ვარ. ჯერჯერობით, ყველაფერს ისე ვაკეთებთ, როგორც საჭიროა, მაგრამ, ახლა მთავარია ამაზე არ შევჩერდეთ და იანვრამდე იგივე ტემპით განვაგრძოთ წინსვლა. იანვრის შემდეგ კი კიდევ უფრო დამღლელი ნახევარი იქნება, მაგრამ, თუ მოვინდომეთ, ყველაფერი კარგად დასრულდება.
ვალვერდე სხვებისგან ბევრად განსხვავებული მწვრთნელია. მას თავისებური ხედვა და ტაქტიკა აქვს. რა თქმა უნდა, მას სურს, წარმატებული მწვრთნელი იყოს, მაგრამ ამასთან ერთად ჩვენი, ფეხბურთელების წარმატებაზეც ფიქრობს. ასეთი ბალანსი ყოველთვის კარგია.” – ამბობს ტერ შტეგენი.




კარში ვერურტყავენ როგორ უნდა ქონდეს სეივები? :დ
seltastan ar unda gaushvas da ise rame kai seivic kai iqneboda taamashshi
რომელ ”შენებურებზეა” საუბარი ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში. ნეტა მისევურად ითამაშოს და არწავაგებთ როგორცმინიმუმ (ნუ მაინც მოვიგებთ უეჭველად)