2 დეკემბერს, ლა ლიგის მე-14 ტურში “ბარსელონა” ვიგოს “სელტას” დაუპირისპირდება. წინა ტურში “ვალენსიასთან” დაკარგული 2 ქულის მიუხედავად, კატალონიელები დამაჯერებელ ლიდერობას ინარჩუნებენ. რაც შეეხებათ გალისიელებს, ისინი მე-9 ადგილს იკავებენ და პრიმერა დივიზიონის მიმდინარე სეზონში მათი შედეგების წინასწარ პროგნოზირება საკმაოდ რთულია. წარმოგიდგენთ შეხვედრის სტატისტიკურ პრევიუს.
სავარაუდო შემადგენლობები

დანაკლისი:
ბარსელონა – უსმან დემბელე, რაფინია, ხავიერ მასკერანო, არდა თურანი.
სელტა – ხონი (დისკვალიფიკაცია), სერჟი გომესი (საეჭვო).
სიახლეები:
– “ბარსელონას” ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციის შემდეგ დაუბრუნდა ჟერარ პიკე, რომელიც, სავარაუდოდ, ძირითად შემადგენლობაში ითამაშებს;
– ტრავმა მოიშუშა სერჟი რობერტომაც და ის მოედანზე გასასვლელად მზადაა;
– ისევე როგორც ორი მატჩის წინ პიკემ, “სელტას” მცველმა, ხონიმ, წინა შეხვედრაში მე-5 ყვითელი ბარათი მიიღო და ის ამ მატჩს გამოტოვებს, მისი სრულფასოვანი შემცვლელი კი გალისიელებს არ ჰყავთ.
ფაქტები:
– “ბარსელონას” ბოლო 18 საშინაო თამაში მოგებული აქვს;
– ბოლო 18 საშინაო მატჩში “ბარსას” მინიმუმ 2 გოლი აქვს გატანილი;
– 18-დან 16 მატჩში საშუალოდ 2.5-ზე მეტი გოლია გასული, ისევე როგორც “სელტას” უკანასკნელ 11 გასვლით შეხვედრაში;
– “კამპ ნოუზე” ჩატარებული ბოლო 7 თამაშიდან “ბარსელონამ” “სელტას” 6 მოუგო;
– სტუმრად ჩატარებული უკანასკნელი 9-დან 8 თამაშში “სელტამ” მინუმუმ 2 გოლი გაუშვა.
შეგახსენებთ, რომ მატჩი კვირას, თბილისის დროით 16 საათზე დაიწყება.
au imedia esenic ar gaigijeben tavs barsastan mesis dubli minda
ბიცები მარიხუანას დეკრიმინალიზაციას მხარი დაუჩირაო და რახდება ლეგალირებულია და რამდენ გრამამდე იქნება ეხა სახლში გაზრდა არიქნება ალბათ მოსული და ბარიგობა