ევროპის უდიდესი ჩემპიონატებიდან ლა ლიგა ერთადერთია, სადაც სპეციალური ტექნოლოგიები და ვიდეო-რეფერი ჯერ კიდევ არაა დანერგილი, რაც ხანდახან პრობლემებს იწვევს და ამის ერთ-ერთი ყველაზე ნათელი მაგალითი “ვალენსია”-“ბარსელონას” შეხვედრაა. ამ თემაზე საუბრობს ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ხუან ლუის ლარეა.
“მსაჯებს ყველაფრის დანახვა არ შეუძლიათ. ტექნოლოგიის დანერგვაზე მუშაობას კი აუცილებლად დავიწყებთ, სავარაუდოდ, მომავალი წლიდან. არბიტრობა ძალიან რთული საქმეა და შეცდომა ყველამ შეიძლება დაუშვას.”
რაც შეეხება “ვალენსია”-“ბარსელონას” მსაჯს, იგლესიას ვილიანუევას, ამ საკითხს ლარეა თავის კომპეტენციას არ მიაკუთვნებს.
“გადაწყვეტილება არბიტრთა კომიტეტმა უნდა მიიღოს. ეს მე არ მეხება და შესაბამისად, კომენტარსაც არ გავაკეთებ.”
არბიტრთა კომიტეტის თავმჯდომარემ, სანჩეს არმინიომ კი განცხადება რამდენიმე საათის წინ გააკეთა.




შარშანდელი ჩემპიონობის დაკარგვაც ამისთანა სირებით მოხდა და ეს რეებს ბოდავს
სახეზე ეტყობა როგორი სააკაშვილი კაცია
დანერგვა მოხდება რა ენაა?
კი აზრი გასაგებია მაგრამ ასეთი სტილისტური ხარვეზი ტეხავს სტატიის სათაურში
დაკარგულ ქულებს დააბრუნებთ ბლიად
უჰ კაი კაცო, ახლა კაი დროსია
mec egre vici da ravii
Es pexburtis pederaciis prezidentia)
Daam msajebis shecdoma shesdomebit ki dagvakargvines cina cels chempionoba .
mec egre vici da ravii