“იუვენტუსის” წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის მე-5 მატჩის წინ “ბარსელონას” სასტარტო შემადგენლობაში ვერ მოხვდა ლიონელ მესი, რაც საკმაოდ იშვიათი მოვლენაა. ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე ასეთი შემთხვევა ბოლოს 2013 წელს, მიუნხენის “ბაიერნის” წინააღმდეგ ნახევარფინალურ შეხვედრაში მოხდა. აქედან მოყოლებული არგენტინელს არცერთი წუთი არ გამოუტოვებია, “ბარსელონა” კი, როგორც წესი, ყოველ სეზონში ლიგაზე ძალიან ბევრ თამაშს ატარებს.
ტურინში მესი მოედანზე მეორე ტაიმში, კერძოდ კი 56-ე წუთზე, მაინც გამოვიდა.




ლომო მაგარი ხარ
სწორია ვალვერდე, კარგი სვლა იყო.
ვალვერდემ ცუდ დროს დაასვენა მესი არადა ზუსტად ეგეთ გუნდებთან გვჭირდება მთლიანი 90 წუთით.