როგორც იცით, “ლეგანესთან” მატჩში ჟერარ პიკემ დისკვალიფიკაცია მიიღო და ის ლა ლიგის მომდევნო შეხვედრას “ვალენსიას” წინააღმდეგ გამოტოვებს. მისი მთავარი შემცვლელი, ხავიერ მასკერანო ტრავმირებულია, ასე რომ, ერნესტო ვალვერდეს ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ ტომას ვერმალენის ან ლუკა დინის დაყენება შეუძლია. ასევე შესაძლებელია, გუნდმა მხოლოდ 3 მცველით ითამაშოს, თუმცა ეს ნაკლებად სავარაუდოა. არსებობს ჟერარ პიკეს კიდევ ერთი ალტერნატივა – მთავარ მწვრთნელს შეუძლია რომელიმე ცენტრალური მცველი “ბარსა ბ”-დან გამოიძახოს. ასეთი ფეხბურთელი კი სულ სამია.
დავიდ კოსტასი
კოსტასი “ბარსელონას” მეორე გუნდში ვიგოს “სელტადან” იჯარის წესით თამაშობს. მან მიმდინარე სეზონში 12 შეხვედრა ჩაატარა, აქედან 10 სრულად. ერთხელ, “მურსიას” წინააღმდეგ სათასო შეხვედრაში, კოსტასმა ძირითად გუნდში ითამაშა. კოსტასს “ვალენსიას” წინააღმდეგ თამაშის გამოცდილებაც აქვს – “სელტას” მაისურით ჩატარებულ არც ისე ბევრ მატჩში ერთ-ერთი სწორედ ანდალუსიური კლუბის წინააღმდეგ იყო, რომელიც გალისიელთა გამარჯვებით დამთავრდა.
ხორხე კუენკა
კლუბის ხელმძღვანელობის მოსაზრებით, მადრიდელი ფეხბურთელი “ბარსა ბ”-ს ერთ-ერთი ყველაზე იმედის მომცემი მცველია. მისი გამოსასყიდი თანხა 30 მილიონი ევროა, რაც იმას ნიშნავს, რომ კატალონიელებს კუენკას შენარჩუნება სურთ. კუენკამ მიმდინარე სეზონში ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაზე, “სპორტინგის” წინააღმდეგ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
ფალი
რაფაელ ხიმენესი, იგივე “ფალი”, თავის თანაგუნდელებთან შედარებით ასაკით დიდი და უფრო გამოცდილია. ის “ბარსელონა ბ”-ში “ტარაგონადან” არენდით თამაშობს და სეზონის დასრულების შემდეგ კლუბი მის შენარჩუნებას გეგმავს. მიმდინარე სეზონის დასაწყისში ფალი რეგულარულად ხვდებობა ძირითად შემადგენლობაში, ბოლო დროს კი მოედანზე ბევრი დრო არ ეძლევა.
ტომას ვერმაელენი დააყენოს არ შეულია ?
მაინც ვერმინატორი უნდა დადგეს, მიუხედავად იმისა, რომ არ აქვს საკმარისი პრაქტიკა ამ სეზონში.
დინი არ ვიცი, მაგრამ ბუსკეტსი რო დააყენოს არ შეიძლება? და ჩამშლელზე პაულინიო