ზუსტად 14 წლის წინ, 2003 წლის 16 ნოემბერს “ბარსელონას” ისტორიაში მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა: კლუბის მომავალი ლიდერი, ლიონელ მესი, “ბლაუგრანას” ძირითადი გუნდის მაისურით მოედანზე პირველად გავიდა.
ეს პორტუგალიაში, ჟოზე მოურინიოს გაწვრთნილი “პორტუს” წინააღმდეგ ამხანაგურ შეხვედრაში მოხდა. მესი მაშინ სულ რაღაც 16 წლის და 4 თვის იყო და ძირითადად სხვადასხვა ასაკობრივ გუნდებში უწევდა გამოსვლა.
არგენტინელი მოედანზე სათადარიგოთა სკამიდან, მე-14 ნომრით, მატჩის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე ჩაერთო. საბოლოოდ, “ბარსამ” შეხვედრა 0-2 წააგო.





დღეს სემედოს დაბადების დღეა
იმედია ბლაუგრანაში კარიერის ბოლომდე დარჩები
მაგ თამაშის ჩანაწერს ვუყურე და იმ შეხვედრაშიც კი მოასწრო, რომ რამდენიმე სახიფათო მომენტი შეექმნა.
მოურინიოს პორტო სასწაული იყო