მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ტერ შტეგენს შანსი აქვს, გერმანიის ნაკრების ძირითადი მეკარე გახდეს

ტერ შტეგენს შანსი აქვს, გერმანიის ნაკრების ძირითადი მეკარე გახდეს

უკვე რამდენიმე წელია, გერმანიის საფეხბურთო ნაკრების კარს მანუელ ნოიერი იცავს და ძირითადი მეკარის სტატუსის დაკარგვის საფრთხე მას აქამდე არ ჰქონია.

თუმცა, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ნოიერი აპრილში მიღებულ ტრავმას ჯერ კიდევ იშუშებს და ამასობაში საუკეთესო ფორმაშია “ბარსელონას” კიპერი, მარკ-ანდრე ტერ შტეგენი, შესაძლოა, ის მოხდეს, რისი წარმოდგენაც თუნდაც ერთი წლის წინ გაგვიჭირდებოდა.

ტერ შტეგენმა მიმდინარე სეზონი საუცხოოდ დაიწყო. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი ჩატარებული მატჩები “ალავესის”, “ატლეტიკოსა” და ბილბაოს “ატლეტიკის” წინააღმდეგ. ამ უკანასკნელში გერმანელი მატჩის გმირადაც შეგვიძლია მივიჩნიოთ. საინტერესოა, რომ მარკი ბოლო დროს ფეხით თამაშის და წინ გამოსვლისას შეცდომებსაც აღარ უშვებს, რაც საკმაოდ ხშირი იყო წინა სეზონებში.

რა თქმა უნდა, მისი ასეთი თამაში შეუმჩნეველი არ რჩება გერმანელთა მთავარი მწვრთნელის, იოახიმ ლიოვისთვისაც, რომელსაც მსოფლიო ჩემპიონატის წინ სერიოზულად მოუწევს დაფიქრება – დატოვოს გამოცდილი, 31 წლის ნოიერი ძირითად მეკარედ თუ შედარებით ახალგაზრდა, მაგრამ ასევე საკმაოდ გამოცდილ ტერ შტეგენს მისცეს შანსი.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (5)

  • Magician
    schedule 14 ნოე 2017, 15:31

    გამოცდილება ბევრ რამეს ნიშნავს, თუმცა ტერ შტეგენს მაინც მოუწევს გარკვეული ხანი გერმანიის ნაკრების ძირითადი მეკარე იყოს.

  • Pavle
    schedule 12 ნოე 2017, 16:46

    ტერ შტეგენი წელს საუცხოო სეზონს ატარებს, ასე რომ გამორიცხული არაფერია.

  • Don vinton
    schedule 12 ნოე 2017, 12:40

    ეს კი არის ერთ ერთი საუკეთესო მარა გუშინ ინიესტას უყურეთ რაებს აკეთებდა? ტიპი იმენა ტვინია რაღაც სასწაული ვინმეა, კომპიუტერი უდევს თავში, ჯერ სილვასთან ეა კომბინაცია გაათამაშა მორატას გოლის დროს, მერე ალბას რა პასებს უჩითავდა ,სილვას მეორე გოლიც მაგისი წამოწყებული იყო და ბოლოს ხო საერთოს ულამაზესი დარტყმით დააგვირგვინა ,უგვირგვინო მეფეა ეს კაცი <3 აი სილვა რო გვყოლოდა თუნდაც ჩავის მერე აუ რას დავიხატებოდით, და თუნდაც რაკეტა + სილვა ხო უფრო დავიხატებოდით,მესი ისედაც ხანს სად არის ხან სად და სილვას მარჯვენა გარემარბადაც შეუძლია, ცენტრშიც გამთამაშებლადაც და შემტევადაც ,პიარი არ ჰქონდა ამ კაცს თავის დროზე თორემ ეს რომ ბარსაში ყოფილიყო არც მოდრიჩს ახსენებდნენ ახლა არც კროოსს და მით უმეტეს არც სხვა დანარჩენს

  • data cule
    schedule 12 ნოე 2017, 12:13

    ციტატა: Giorgi12
    მომავალი ნოიერია


    ნოიერზე უკეთესი გახდება მალე relaxed

  • Giorgi12
    schedule 12 ნოე 2017, 11:57

    მომავალი ნოიერია