workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ფაუსი: ”ვერ მივცემთ თავს უფლებას, რომ მთელი ფული ფაბრეგასზე დავხარჯოთ

ფაუსი: ”ვერ მივცემთ თავს უფლებას, რომ მთელი ფული ფაბრეგასზე დავხარჯოთ

კატალონიის ”ბარსელონას” ვიცე-პრეზიდენტმა, ხავიერ ფაუსმა განაცხადა, რომ ისეთმა ძვირად-ღირებულმა გარიგებებმა, როგორებიცაა ფერნანდო ტორესისა და ენდი კეროლის ტრანსფერები, შესაძლოა ხელი შეუშალოს სესკ ფაბრეგასის ”ბარსელონაში” გადმოსვლას.

””ბარსელონა” ვერ მისცემს თავს იმის უფლებას, რომ ერთ ფეხბურთელზე 40 მილიონი ევრო დახარჯოს. ამ მხრივ ჩვენ არ შეგვიძლია მთელი ფული სესკ ფაბრეგასში გადავიხადოთ. ჩვენ გვაქვს მთელს სეზონზე გაწერილი ფინანსური გეგმა”- ციტირებს ხავიერ ფაუსის სიტყვებს ევროსპორტი.

გასულ წელს სესკ ფაბრეგასი ახლოს იყო ”ბარსელონაში” გადასვლასთან. მაშინ გარიგების საფასურად 35 მილიონი ევრო სახელდებოდა. თავად ფეხბურთელი არ მალავდა ”ბარსელონაში” დაბრუნების სურვილს. სწორედ კატალონიაში დაიწყო სესკის საფეხბურთო კარიერა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში