“ჩვენ ძალიან კარგი გუნდი ვართ, მაგრამ სიფრთხილე გვმართებს. ვფიქრობ, ძალიან გაგვიჭირდება “მეთოფეების” წინააღმდეგ, მაგრამ ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ გავალთ შემდეგ ეტაპზე. პირველი მატჩი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, “არსნეალის” სტადიონზე უნდა კარგად გამოვიდეთ, ეს ძლიან მნიშვნელოვანია”.
ჟურნალისტებმა მას კითხეს თუ რას ფიქრობდა იგი ცესკის შესახებ. “ცესკი ძალიან კარგი ფეხბურთელია, მან “ბარსელონას” ფილოსოფია იცის, იგი “ლა მასიას” აღზრდილია, ამიტომაც ვიმედოვნებ, რომ იგი სულ მალე ჩვენთან ერთად ითამაშებს”.
რას ფიქრობთ “კოპა დელ რეის” ფინალზე, თქვენ ხომ ერთხელ უკვე დამარცხდით “რეალთან” 2008 წელს ფინალში, მაგრამ ის “სუპერ–თასი” იყო. როგორია თქვენთვის “მესტალიაზე” თამაში? სწორედ ასეთი იყო ჟურნალისტის კითხვა “ელ გუახეს” მიმართ. ესპანელმა შემდეგნაირად უპასუხა. “ვიმედოვნებ, რომ ამ თასს ჩვენ მოვიგებთ , ძალიან საინტერესო მატჩი იქნება. “მესტალიაზე” თამაში კარგი იქნება ჩემთვის, მე ამ სტადიონს ძალიან კარგად ვიცნობ, ეს დიდებული სტადიონია”.
“რაც შეეხება “ლა ლიგას”, მე ვფიქრობ, რომ იგი ჯერ არ დამთვრებულა, რადგანაც წინ კიდევ 16 ტურია”.


