ლუის სუარესი “ბარსელონაში” გადასვლის მომენტიდან ასეთ უარყოფით შედეგს პირველად აჩვენებს. ურუგვაელი ფორმიდან ამოვარდნილია და ამასთანავე, ის მუხლის პრობლემით იტანჯება.
ფორვარდს ყველაზე გრძელი უგოლო სვლა აქვს. FIFA-ს დისკვალიფიკაციის ამოწურვის შემდეგ მან “ბარსელონაში” ასპარეზობა 5-მატჩიანი მშრალი სერიით დაიწყო.
სიტუაცია განმეორდა. ურუგვაელმა 14 ოქტომბერს “ატლეტიკოს” წინააღმდეგ მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა და ქომაგები ელოდნენ, რომ ამ შეხვედრის შემდეგ “ძველი სუარესი” დაბრუნდებოდა.
სამწუხაროდ, ქომაგთა მოლოდინი არ გამართლდა. ლუისს მას შემდეგ არ გაუტანია. “ოლიმპიაკოსთან” (ორი მატჩი), “ალტეტიკთან” და “სევილიასთან” გამართული შეხვედრები მან სრულად ჩაატარა, “მალაგასთან” კი 83 წუთი მიიღო.
“ბარსელონური” კარიერა სუარესმა 393 წუთიანი უგოლო სერიით დაიწყო, ახლა კი ეს მაჩვენებელი 451 წუთამდე ავიდა.




პაკოს უნდა მიეცეს მეტი სათამაშო დრო
ჯეკაზე ცუდს როგორ ლაპარაკობთ ცოტაც და მალე ჩადგება ფორმაში პაკოს 2 გოლი არნიშნავს რო სუარეს სჯობია
დარწმუნებული ვარ არ თამაშობს მუღამით..წასვლა უნდა ამასაც..დაგვრჩება ისევ ჩვენი ძველი ბიჭები…პაკოს თუ მეტ დროს მიცემს ამ სეზონში უფრო გამოგვადგება ვიდრე მთელი სეზონი ამის ფაფხურს ვუყურო
ბარსელონაში მოხვედრილი კაცია ლეგენდებთან საშუალო დონე თორე..პაკო ნებისმიერ კლუბში გაქაჩავს..ძალიან ძლიერია თან ახალგაზრდაა
მგონი დროა დავფიქრდეთ პაკოსთვის მეტი სათამაშო დროის მიცემაზე…!!!
სუა ცდილობს ყველანაირად, მაგრამ დაკარგული აქვს ფორმა და არ გამოდის ჯერ-ჯერობით <3