გთავაზობთ, El Mundo Deportivo-სა და Sport-ის დღევანდელი ნომრების მიმოხილვას
MD: ტოტალური მესი
პიჩიჩი – 12 გოლი.
29 გოლი “სევილიას” კარში.
მე-600 შეხვედრა “ბარსელონას” მაისურით.
ლეო დღეს კვლავ დაუპირისპირდება ძალიან სახიფათო “სევილიას”, რომლის წინააღმდეგაც მას ყველაზე მეტი გოლი აქვს გატანილი.
ინიესტა განაცხადს დაუბრუნდა და შესაძლოა, მან სათამაშო დრო მიიღოს.
“ბარსა” – “სევილია”.
Sport: ლიდერის გამოწვევა
“ბარსა” – “სევილია”.
“ბარსელონას” 14-მატჩიანი დაუმარცხებელი სერიის გაგრძელება სურს.
“კამპ ნოუ” ციხესიმაგრეა, სადაც გუნდმა 7 გამარჯვება მოიპოვა, 24 გოლი გაიტანა და მხოლოდ 2 გაუშვა.
ინიესტამ თამაშის უფლება მიიღო, მაგრამ მან ტრავმა ახლახანს მოიშუშა და ვალვერდეს ნახევარდაცვის გადაწყობა მოუწევს.
ლეო მესი ისტორიას წერს.
ჩავი ერნანდესისა და ანდრეს ინიესტას შემდეგ ის “ბარსაში” ჩატარებული მატჩების რაოდენობით მესამე ადგილს დაიკავებს.





ჩაატარა მესიმ მე-600 თამაში <3
დღეს მესის შოუს ველოდები.შესაბამისად სამ ქულას.
დღეს უეჭველი იგებს ბარსა