“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, ერნესტო ვალვერდემ “სევილიასთან” მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.
“გუშინ ინიესტას სავარჯიშო სესია ბოლომდე არ დაუსრულებია. დავაკვირდებით, შეძლებს თუ არა ის მატჩში მონაწილეობის მიღებას. ანდრესი ფანტასტიკური ფეხბურთელია და ნორმალურია, რომ გუნდზე მისი არყოფნა აისახება. ამავდროულად, გვყავს საკმარისად კარგი მოთამაშეები, რომ ის ჩავანაცვლოთ.
თუ ინიესტა “სევილიასთან” მატჩისთვის მზად არ აღმოჩნდება, ის ეროვნული ნაკრების განკარგულებაში გაივლის სამედიცინო შემოწმებას.
სანაკრებო პაუზის ჰარმონიულ ნოტაზე დაწყება ყოველთვის კარგია. წინ 15 დღეა და მორალური მდგომარეობა უკანასკნელი მატჩის შედეგზე იქნება დამოკიდებული. ეს ჩვენთვის გამოწვევაა.
“სევილია” ძლიერი მეტოქეა. წარუმატებელი სვლის შემდეგ, მათ თამაშის ხარისხი გააუმჯობესეს.
დაუჯერებელია, რომ მესი ერთი კლუბის მაისურით მე-600 შეხვედრას ჩაატაებს. მის დასახასიათებლად სიტყვები არ მყოფნის. მხოლოდ ჩავიმ და ინიესტამ ითამაშეს უფრო მეტი მატჩი “ბარსელონას” რიგებში.”
ერნესტომ ინგლისურ გუნდებზეც ისაუბრა.
“გარკვეული დროის განმავლობაში, ინგლისური გუნდები დომინირებას ვერ ახერხებდნენ, მაგრამ მათი თამაშის ხარისხი საგრძნობლად გაუმჯობესდა. პრემიერ ლიგის წარმომადგენლები ყოველთვის იქნებიან ტურნირის ფავორიტთა სიაში. მათ დიდი ფული, შესანიშნავი მოთამაშეები და საოცარი ისტორია აქვთ, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ესპანური გრანდები სუსტები არიან.
წინა სეზონში ესპანური გუნდები ინგლისურს სჯობდნენ, ახლა პირიქითაა. პრემიერ ლიგის წარმომადგენელთა ჩავრდნა ჩემპიონთა ლიგაზე დიდი პარადოქსია.”-ამბობს ვალვერდე.




მიდი, ვალო, მოგვაგებინე თამაში.
სევილიასთან უეჭველი ვიგებთ.მჯერა ბარსა ლამაზ,კომბინირებულ თამაშს ითამაშებს.
დიდი ალბათობით მან სიტი მინიმუ ფინალში უნდა გავიდეს, პეპემ მაგარი გუნდი დაყენა
ინგლისი როგორ შეაქო მარა მაინც გავარდება ინგლისის ყველა კაცი 😀 და ქალი