რამდენიმე დღიანი პაუზის შემდეგ ესპანეთის ლა ლიგა ბრუნდება და “ბარსელონა” მე-11 ტურის შეხვედრას ხვალ, “კამპ ნოუზე”, თბილისის დროით 23 საათსა და 45 წუთზე “სევილიას” წინააღმდეგ გამართავს.
სევილიელები საუკეთესო ფორმაში ნამდვილად არ არიან და “ბარსა” ფაქტიურად უდავო ფავორიტადაა მიჩნეული. ყველაფერს ისიც ემატება, რომ ციფრები აშკარად “ბარსელონას”, კერძოდ კი გუნდის ლიდერის, ლიონელ მესის მხარესაა: არგენტინელს ანდალუსიური გუნდის წინააღმდეგ ჩატარებულ ყველა მატჩში 29-ჯერ აქვს გატანილი და ამ გუნდთან შეხვედრას უგოლოდ თითქმის არასოდეს ასრულებს.
რა თქმა უნდა, ხვალინდელ თამაშში შედეგის გაუმჯობესების შანსი მესისთვის დამატებითი მოტივაცია იქნება.
“სევილიას” შემდეგ ლიონელ მესის ყველაზე მეტი გოლი მადრიდის “ატლეტიკოსთვის” (27) და “ვალენსიასა” და “რეალისთვის” (24) აქვს გატანილი.




სევილიას უეჭველი მოვუგებთ და მინდა მესიმ აიღოს თავის თავზე ბევრი.მჯერა ლამაზ და კომბინირებულ თამაშს ითამაშებს გუნდი.
daitsereba bichebo xval messis dubli ?
xvale unda gavandgurot sevilia
Ikac igive nikit xar?
ლა ლიგის 4 საუკეთესო კლუბი :დდდდ ლოლ
როგორ მახსოვს "ბარსელონას" მოგებული შეხვედრა "კამპ-ნოუზე", სადაც 5-1 მოიგეს ბიჭებმა და მესიმ ტელმო ზარას რეკორდი მოხსნა, როდესაც ჰეთ-თრიკი გაიფორმა <3 ეგეც შენი "სევილიელი დალაქები" 🙂