“ოლიმპიაკოსი” – “ბარსელონას” მატჩის მსვლელობის დროს, მოედანზე ორი ქომაგი შეიჭრა.
შეხვედრის დასაწყისში, როცა კატალონიელთა ფორვარდი, ლიონელ მესი კუთხურის ჩასაწოდებლად ემზადებოდა, მასთან გულშემატკივარი მივიდა და ჩაეხუტა.
მეორე ტაიმში სხვა გულშემატკივარმა მესისთან ფოტო გადაიღო. ორივე შემთხვევაში ყველაფერმა პასუხისმგებელი პირების სათანადო რეაგირების გარეშე ჩაიარა.




აუ რა მაგარია
მეც მინდა 🙁