workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
დანი: ”დარჩენისთვის ყველაფერ შესაძლებელს გავაკეთებ”.

დანი: ”დარჩენისთვის ყველაფერ შესაძლებელს გავაკეთებ”.

დანი ალვესი კონტრაქტის გახანგძლივებასთან დავაკვშირებით ჯერ კიდევ მიმდინარეობს მოლაპარაკებები. დანის ჯერ კიდევ არ მიუღია გადაწყვეტილება. ორივე მხარე ცდილობს ერთმანეთის სურვილების დაკმაყოფილებას. ”ბარსა TV” – მ გაახმაურა ალვეშის განზრახვა, რომ მას კლუბში დარჩენა კიდე დიდხანს სურს.

ამ საკითვის განხილვაში ყველაა ჩართული. ყველას დანის დარჩენა სურს. არავის წარმოუდგენია ”ბარსას” მარჯვენა ფლანგი წინ და უკან მორბენალი დანის გარეშე. თვით ბრაზილიელსაც ვერ წამოუდგენია თავისი თავი ”კამპ ნოუს” გარეთ და ამ ყველაფერს იგი ხმამაღლა აცხადებს.

კითხვაზე, რომელიც მის კონტრაქტის განანგძლივებას ეხება დანი პასუხობს: ” მე ვცხოვრობ ”ბარსათი” და ის მუდამ ჩემს გულში იქნება.”. სიმართლეც ისაა, რომ კლუბიც ხვდება ჩემს დანიშნულებას და იმას, თუ რას წარმოვადგენ ”ბარსელონასთვის”. მე გავაკეთებ ყველაფერს რაც ჩემს ძალას შეუძლია და აღემატება, რადგან ჩემი ოცნება აქ დარჩენაა. მსურს რაც შეიძლება დიდხანს ვითამაშო ”ბარსაში”.

დანი ალვესი განმარტავს, რომ მის ოჯახი ბარსელონაში ბედნიერია და ამ ქალაქში ყველაფერი კარგად აქვთ აწყობილი: ” ვიცი თუ რა რთულია იპოვო ასეთი კლუბი, ასეთი შესანიშნავი მოთამაშეებით. ამ თაობას ძალიან ბევრი რამე შეუძლია და ვიმეორებ, რომ მე აქ დარჩენა მინდა! ამისთვის კი სიკვდილამდეც ვიბრძოლებ”!

”ბარსამ” გუშინ ახალი რეკორდი დაამყარა. ზედიზედ 16 გამარჯვება ლა ლიგაში. დანი ამ მიღწევაზე საუბრობს: ” ეს ისტორიაში განსაკუთრებული დღეა ამ კლუბისთვის. ეს ძალიან რთულია და ამ შედეგის განმეორებაც ყველასთვის რთული იქნება. ჩვენს ადგილზე ყოფნას ბევრი გუნდის მწვრთნელი ეცდება”.

ლეიონელ მესის წინაშე ყველა კულე ქედს იხრის ისევე, როგორც მისი თანაგუნდელები. დანი ალვესი მესის თემასაც შეეხო: ” ის უნიკალურია. მხოლოდ 23 წლისაა და უკვე მიაღწია იმას რაც სურდა. მესი პირველი გარბის უკან, 40 მეტრის დისტანციაზე კარის დასაცავა და ეს ჩვენთვის, ყველასთვის მაგალითი უნდა იყოს.”

ბრაზილელმა ასევე ისაუბრა ”ბარსასთვის” ”ტიტულების შიმშილზე”. როგორც იცით შარშან გუნდმა მხოლოდ 1 ტიტული მოიგო (ლა ლიგა) და წესით ეს წელს დიდი მოტივაცია უნდა იყოს სხვა ტურნირების მოსაგებად: ” ის ფაქტი, რომ შარშან მხოლოდ ერთი ტიტული მოვიგეთ წელს ჩვენთვის დამატებითი მოტივაციაა. ხანდახან ერთი ნაბიჯი უკან გეხმარება იმაში, რომ წინ იარო”. განაცხადა ალვეშმა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში