მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მეგობრული დახვედრა არამეგობრულ სტადიონზე

მეგობრული დახვედრა არამეგობრულ სტადიონზე

დღეს ლა ლიგის მე-10 ტურში “სან მამესზე” “ბარსელონა” ბილბაოს “ატლეტიკს” დაუპირისპირდება.

ბილბაო ნამდვილად არაა ის ქალაქი, სადაც “ბარსელონას” ფეხბურთელებს მოედანზე ყველაზე თბილად ეპყრობიან. პირიქით, ისტორიულად “ატლეტიკი” კატალონიელებისთვის გასვლით შეხვედრებში ერთ-ერთი ყველაზე რთული მეტოქეა და ამაზე გავლენას “სან მამესზე” შეკრებილი ადგილობრივი გულშემატკივრებიც ახდენენ.

მიუხედავად ამისა, დღეს საქმე განსხვავებულადა იქნება. როგორც იცით, გუშინ კატალონიამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა, რასაც დადებითი გამოხმაურება ნამდვილად არ მოჰყოლია, ისევე როგორც რამდენიმე კვირის წინ გამართულ რეფერენდუმს. 1 ოქტომბრიდან მოყოლებული “ბარსელონას” თამაშების მიმდინარეობისას სხვა ესპანური ქალაქების გუნდები ღიად გამოხატავენ თავის მოსაზრებას ამ გადაწყვეტილების მიმართ. ამ მხრივ გამორჩეული იყო “ატლეტიკოს” წინააღმდეგ მატჩი “ვანდა მეტროპოლიტანოზე”, სადაც ტრიბუნებზე ესპანეთის დროშები იყო გამოფენილი, უსტვენდნენ კატალონიელ ფეხბურთელებსაც.

თუმცა, ქალაქი ბილბაო ბასკების ქვეყანაში მდებარეობს, ეს კი ის ავტონომიური რეგიონია, რომელიც კატალონიის მოსაზრებებს უფრო იზიარებს, ვიდრე ოფიციალური მადრიდის. შესაბამისად, დღეს კატალონიელებს (მაგრამ არა ფეხბურთელებს, რომლებიც მოედანზე იქნებიან) მოედანზე სრული მხარდაჭერა ექნებათ ორივე გუნდის გულშემატკივრების მხრიდან.

ასეთი შემთხვევა “სან მამესზე” უკვე დაფიქსირდა, როცა “ატლეტიკი” კიდევ ერთ კატალონიურ გუნდს, “ჟირონას” ხვდებოდა: მატჩის მე-11 წუთზე ადგილობრივი გულშემატკივრები სტუმრებთან ერთად კატალონიის დამოუკიდებლობის მხარდასაჭერ სიმღერას მღეროდნენ.

შეგახსენებთ, რომ მატჩი თბილისის დროით 22 საათსა და 45 წუთზე დაიწყება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (6)

  • msd2004
    schedule 29 ოქტ 2017, 12:10
    katalonia tu gamoeyofa espanets barselonas ar eqneba imis shesadzlebloba rom airchios espanetis chempionatshi tamashi?
  • gaucho_10
    schedule 29 ოქტ 2017, 03:50

    არაფრის დიდებით არუნდა მოხდეს კატალონიის დამოუკიდებლობის აღძიარება, როკორცკი ეს მოძრაობა დაიწყო ეგრევე აფრინა სამხრეთ ოსეთმა თავიანთი წარმომადგენელი კატალონიაში. შეიძლება აქ მითხრას ვინმემ ეს სხვადახვა თემააო კატალონიიის და სამხრეთ ოსეთისო მაგრამ დამიჯერეთ თუ კატალონია დამოუკიდებლობას მიიღებს ოსეთიც და აფხაზეთიც მოითხოვს დამოუკიდებლობას და მიაღწევენ კიდეც საწადელს თუ საფუძველი კატალონია იქნება. კი სხვადასხვა ისტორიაა ისინი ძალით დაიპყრეს და რამე მაგრამ 7-8 საუკუნეა ქვეყნის შემადგენლობაში არიან და ეხლა გაახსენდათ დამოუკიდებლობა ? ეხლა გაიღვიძეს? არაფრის დიდებით არუნდა მოხდეს ეგ თორემ საბოლოოდ ჩავიქნევთ ხელს ჩვენ ტერიტორიებზე.

  • sany
    schedule 29 ოქტ 2017, 01:12

    კატალონია ესპანეთია და ნუ შემადევაბით არავის არ აწყობს ომი და განხითქილება…

  • Sergi roberto20 10
    schedule 28 ოქტ 2017, 21:12

    Kargia

  • gaucho-gaucho
    schedule 28 ოქტ 2017, 21:10

    Damoukidebloba ara kvaxi. Axla etirebat deda am utvinoebs. Ra undodat…

  • Johan Cruyff 14
    schedule 28 ოქტ 2017, 20:12

    ვნახოთაბა