ამ ზაფხულში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ “ბარსელონა” “ვალენსიას” 29 წლის ფორვარდის, დანი პარეხოს შეძენით იყო დაინტერესებული, მაგრამ, საბოლოოდ ტრანსფერი არ შედგა.
თვითონ ფეხბურთელი ამის გამო არ წუხს და აცხადებს, რომ კატალონიურ გუნდში გადასვლა მისი მიზანი სულაც არ ყოფილა.
“ვალენსია” ჩემთვის ყველაფერია. ეს არის გუნდი, სადაც თითქმის მთელი კარიერა გავატარე, ძალიან ბევრს მივაღწიე და ამ კლუბს ცუდად არასდროს მოვექცევი. თუ ოდესმე “ვალენსიას” მაინც დავტოვებ, იმედი მაქვს რომ ეს დიდი ხნის შემდეგ მოხდება.
არ ვიცი, “ბარსელონა” გადაწყვეტდა თუ არა ჩემი გამოსასყიდი თანხის გადახდას, მაგრამ მე აქ თამაში მსურს და ამის შესახებ მწვრთნელს უკვე ვესაუბრე” – აცხადებს პარეხო.




ე მაყუთის მონა და გუნდის მონა სხვა ფილოსოფისაა ხო თქვა მესის გამო წავედიო ჩრდილში ვიყავიო ხოდა ეხა იყოს მბაპეს ჩრდილში
ვალენსიასთან წელს ძალიან გაგვიჭირდება გასვლაც და სახლშიც… კარგად გამოიყურებიან, რაც შეეხება ამას ცუდი ნამდვილად არ იქნებოდა მისი ბარსაში ხილვა … ისე ნეიმარიც რო ამასავით აზროვნებდეს კარგი იქნებოდა 🙂
თამაში მაინც გინახავთ? ბარსელონას სტილში იდეალურად ჩაჯდებოდა. გუარდიოლას დროს რო მოეყვანათ ეხლა საერთოდ სხვა დონეზე იქნებოდა
29წლის კაცი ვიღას უნდა აწი.ნახ დაცვაში ახლა კოუტინიო გვჭირდება ყველაზე მეტად ან დელე ალი.რაკიტიჩი მარსიალში გაცვალონ და გომეში,არდა,რაფინიაც გასაშვებები არიან.
ჰოდა, კარგად იყავი :დ