“ბარსელონასთვის” ესპანეთის თასის გათამაშება სულ მალე დაიწყება და პირველ მატჩში კატალონიელები “მურსიას” დაუპირისპირდებიან.
მოსალოდნელია, რომ ძირითად შემადგენლობაში ვიხილავთ პირველი და სარეზერვო გუნდის ფეხბურთელებს. ერნესტო ვალვერდე, ახალგაზრდა ფეხბურთელებით წარდგება “ნუევო კონდომინას” სტადიონზე.
აქამდე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გუნდის სასტარტო შემადგენლობის 6 თითქმის მუდმივი წევრი დაისვენებს (მესი, ინიესტა, სუარესი, ბუსკეტსი, უმტიტი და ტერ შტეგენი).
ტრავმის გამო კლუბს ის ფეხბურთელები აკლია, რომლებსაც სათამაშო პრაქტიკა არ აქვთ – ვიდალი და თურანი. ისინი ტრავმირებულები არიან.
განაცხადს მიღმა დარჩება პაულინიოც.
სავარაუდოდ, კარში იასპერ სილესენი ჩადგება. დაცვის ცენტრში კი მასკერანო – ვერმალენის დუეტს ვიხილავთ.
დიდი ალბათობით, მარჯვენა მცველი პოზიციაზე ნელსონ სემედუ ითამაშებს. რაც შეეხება მარცხენა მცველის პოზიციას, აქ 2 გამოკვეთილი ვარიანტია – დინი და კუკურელია.
ნახევარდაცვაში ანდრე გომეშს და კარლეს ალენიას მიეცემა შანსი. მე-3 ნახევარმცველი კი რაკიტიჩი ან სერჟი რობერტო იქნება. შესაძლებელია, შანსი ორიოლ ბუსკეტსსაც მიეცეს, რომელიც სარეზერვო გუნდში კარგად გამოიყურება.
დიდი ალბათობით, შეტევაში პაკო ალკასერს, დენის სუარესს ვიხილავთ. ტრიდენტის ბოლო წევრი კი ხოსე არნაისი ან ჟერარ დეულოფეუ იქნება.
სემედუ მასკერანო ვერმა დინი
ალენია გომეში რობერტო
დეულოფეუ პაკო დენისი
ასეთი შენადგენლობით უნდა ვითამაშოთ
რობერტო საყრდენზე დანარჩენში გეთანხმები.კუკურელია,არნაისი და ორიოლ ბუსკეცი შეცვლებზე გამოიყვანოს
მურსიას წინააღმდეგ კაი სასტავი იქნება. ისე ნესტორის ადგილზე პაულინიოსაც ჩავსვადიგანაცხადში.
ბარსა მემგონი ტიმო ვერნერს ყიდულობს
აკადემიიდა ათამაშოს შანსი მიეცემათ