“ოლიმპიაკოსთან” შეხვედრა სრულად ჩაატარა სერჟი რობერტომ, რომელმაც მატჩის შემდეგ თავისი თანაგუნდელის, ჟერარ პიკეს არასპორტულ მოქმედებაზე ისაუბრა და ასევე, ლიონელ მესის მე-100 გოლი მიულოცა.
“ეს უბრალოდ ინსტინქტი იყო. პიკე ისეთ სიტუაციაში აღმოჩნდა, როცა ფიქრის დრო ნაკლებად გაქვს. თანაც, იმ მომენტში გოლის გატანა გვჭირდებოდა.
ლიონელ მესი ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელია. ბედნიერი ვარ, რომ ის ჩვენთან ერთადაა, მასთან ვარჯიშით და თამაშით ძალიან ბევრს ვსწავლობთ.
საერთოდ, გუნდში ძალიან კარგი სიტუაციაა. ლა ლიგაში და ჩემპიონთა ლიგაზეც ჯერჯერობით დაუმარცხებელი ვართ, ეს მატჩიც თავიდანვე კარგად დავიწყეთ და საბოლოოდ მშვიდად მივიყვანეთ საქმე გამარჯვებამდე” – აცხადებს 25 წლის ფეხბურთელი.




პიკე სკამზე დასვას ვალვერდემ ასე ორი თამაში და მოვა აზრზე
პიკეც და ის სუარესიც გამობენზემდა ეს ბოლო ხანებია.. ძაან გაუგრძელდა ჩავარდნა
სუარესი არ თამაშობს თავის პოზიციაზე და ცხადია ჩავარდნა ექნება უნდა შეწიოს ვალომ შუაში
რომელი ფეხბურთელი თამაშობს თავის პოზიციაზე დღეს გუნდში მეკარის გარდა? 😀 თავიდან თIთქმის სულ ფლანგებზე იყო და ბოლო სამი თამაშია ცენტრშია უმეტესწილად მარა ან კარებს ვერ უმიზნებს ან მეკარეს არტყამს ბურთს. ამოვარდნილი ფორმიდან სასტიკად და გასუქებული, ვეღარც გარბის
უნდოდა ყოფილიყო მარადონა და დაამთავრა რამოსივით:))
პიკე 😀