ლუის სუარესის გოლი “ატლეტიკოს” კარში ფეხბურთელისთვის და “ბარსელონას” ისტორიისთვის მნიშვნელოვანი გამოდგა – ფეხბურთელი კლუბის ყველა დროის ბომბარდირთა ათეულში შევიდა, ოღონდ ეს ლა ლიგის ჩემპიონატში.
ეს მისი 88-ე გოლი იყო ლა ლიგაში. ამ შედეგის მისაღწევად ფეხბურთელს 102 მატჩი დაჭირდა, რაც ნიშნავს, რომ სუარესს საშუალოდ ყოველ 0.86 მატჩში გააქვს. ამ შედეგზე მეტი მხოლოდ მესის (0.92 გოლი) და ანტონიო მარტინს (0.87 გოლი) აქვს.
ახლა სუარესი მე-8 ადგილზეა. მისი მომდევნო სამიზნე ესტანისლაუ ბაზორაა, რომლის ანგარიშზე 89 გოლია.
აქვე გთავაზობთ სუარესის გოლების რაოდენობას ყოველ სეზონში:
- 2017 / 2018: 3 გოლი;
- 2016 / 2017: 29 გოლი;
- 2015 / 2016: 40 გოლი;
- 2014 / 2015: 16 გოლი.
“ბარსელონას” 10 საუკეთესო ბომბარდირი ლა ლიგაში:
- მესი, 359 გოლი 390 მატჩში (საშუალოდ 0.92 გოლი)
- სეზარი, 191 გოლი 287 მატჩში (0.66)
- კუბალა, 131 გოლი 186 მატჩში (0.7)
- ეტოო, 108 გოლი 144 მატჩში (0.75)
- ანტონიო მარტინი, 98 გოლი 112 მატჩში (0.87)
- კლუივერტი, 90 გოლი 182 მატჩში (0.49)
- ბაზორა, 89 გოლი 237 მატჩში (0.37)
- ლუის სუარესი, 87 გოლი 102 მატჩში (0.86)
- ესკოლა, 86 გოლი 152 მატჩში (0,50)
- რივალდო, 86 გოლი 157 მატჩში (0.54)




ეტო ოს გაასწრებს და კუბალამდე ბევრი უკლია ჯერ.
Sheizleba etoos gaaswros am sezonshi
მესის აქვს 0.92 გოლი თამაშში, არაამქვეყნიურია ეს ადამიანი!
359io is giji vinarii
მესამეზე მაინც უნდა გავიდეს მეორე მეეჭვება
ლუისიტო