სანაკრებო პაუზამდე “ბარსელონას” საკმაოდ დატვირთული კალენდარი აქვს. გარდა იმისა, რომ კლუბის ფეხბურთელები ლა ლიგასა და ესპანეთის ჩემპიონატში ასპარეზობენ, ახლა მათ ესპანეთის თასიც დაემატებათ, რომელიც “ბარსასთვის” სულ მალე აიღებს სტარტს.
კლუბს მოუწევს ითამაშოს “ოლიმპიაკოსის” წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის ეგიდით, ასევე ლა ლიგაში “ბარსელონას” არც თუ ისე მარტივი თამაშები ელოდება – სახლში “მალაგასთან” და “სევილია”, ხოლო გასვლაზე “ატლეტიკი”.
ნოემბერში იქნება სანაკრებო პაუზა, ფეხბურთელების უმეტესობას მოუწევს ამხანაგური თამაშები, თუმცა ივან რაკიტიჩის ხორვატიას მსოფლიო ჩემპიონატის პლეი-ოფში მოუწევს ასპარეზობა.
“ბარსელონას” კალენდარი:
18/10/2017 – ჩემპიონთა ლიგა, მე-3 ტური, “ბარსელონა” – “ოლიმპიაკოსი”;
21/10/2017 – ლა ლიგა, მე-9 ტური, “ბარსელონა” – “მალაგა”;
24/10/2017 – კოპა დელ რეი, 1/16 ფინალი, “მურსია” – “ბარსელონა”;
28/10/2017 – ლა ლიგა, მე-10 ტური, “ატლეტიკი” – “ბარსელონა”;
31/10/2017 – ჩემპიონთა ლიგა, მე-3 ტური, “ოლიმპიაკოსი” – “ბარსელონა”;
04/11/2017 – ლა ლიგა, მე-11 ტური, “ბარსელონა” – “სევილია”.




მურსიასთან დააყენოს მეორე შემადგენლობა, გინდაც წააგონ, სახლში ხო ამოვქაჩავთ.
რუსების გარდა სად მიდის არგენტინა, მესი არ გადაღალონ ამ დებილებმა.
ექვსივეს მოიგებენ დარწმუნებული ვარ.ოლიმპიაკოსს შუაზე გავხევთ.მალაგა საერთოდ ბოლო ადგილზეა.სევილია საზიზეარ ფორმაშია.მურსია საერთოდ რა მოსატანია.ბილბაოსთან კი ვალვერდე მოგვაგებინებს რომელმაც ხუთი თითივით იცის ეს კლუბი
ამ 6 თამაშში 6-ივე უნდა მოიგონ.