წარმოგიდგენთ “ატლეტიკოსთან” მატჩის შემდეგ “ბარსელონას” ფეხბურთელების შეფასებას გამოცემა Marca-ს მიხედვით.
ლიონელ მესი

მესი მუდმივად ქმნიდა ხიფათს “ატლეტიკოს” ნახევარზე. მიუხედავად იმისა, რომ გოლი ვერ გაიტანა, მან 2-ჯერ გაარტყა ბურთი ძელს.
მარკ-ანდრე ტერ შტეგენი

რომ არა ის, “ბარსელონას”, შესაძლოა, შეხვედრა წაეგო. ტერ შტეგენმა რამდენიმე შესანიშნავი სეივი შემოგვთავაზა, თუმცა საულის აუღებელ დარტყმულს ვერაფერი მოუხერხა.
სამუელ უმტიტი

პირველ ტაიმში, იქამდე, სანამ ანგარიში გაიხსნებოდა, გუნდი გაშვებული გოლისგან სწორედ უმტიტიმ იხსნა. მთელი თამაშის განმავლობაში კარგად გამოიყურებოდა და თავისუფლად შეგვიძლია, “ბარსელონას” საუკეთესო მცველად მივიჩნიოთ.
ლუის სუარესი

სუარესს ძალიან გაუგრძელდა ფორმის დაბრუნება, მაგრამ “ატლეტიკოსთან” კარგი შთაბეჭდილება დატოვა. “ბარსელონას” მხრიდან ერთადერთი გოლიც სწორედ მის ანგარიშზეა.
ანდრეს ინიესტა

ინიესტამ მოედანზე მხოლოდ ერთი საათის გატარება შეძლო, მაგრამ თავისი ოსტატობის ჩვენება მაინც მოახერხა. ის პირველ ტაიმში ერთ-ერთი საუკეთესო იყო.
ნელსონ სემედუ

სემედუ ხშირად ერთვებოდა სწრაფ შეტევებში. იმ 60 წუთის მანძილზე, რომელიც მან მოედანზე გაატარა, იანიკ კარასკოს მეურვეობა უწევდა.
სერხიო ბუსკეტსი

ბუსკეტსი თავის საქმეს ყველა მატჩში კარგად ასრულებს, ასე მოხდა “ატლეტიკოსთანაც”. მას აქცენტი ბურთის ფლობაზე ჰქონდა გაკეთებული.
სერჟი რობერტო

მოედანზე მხოლოდ 30 წუთი გაატარა, მაგრამ კარგად გამოიყურებოდა და სუარესის გოლშიც დიდი როლი ითამაშა.
ჟერარ დეულოფეუ

იმის გამო, რომ სათამაშო დრო თითქმის არ ეძლევა, დეულოფეუ ძალიან მოტივირებული იყო და კარგი შთაბეჭდილების დატოვებაც მეტ-ნაკლებად გამოუვიდა.
ანდრე გომეში

ვალვერდეს მიერ მისი ძირითად შემადგენლობაში დაყენება ცოტა გასაკვირი იყო. პორტუგალიელმა რამდენიმე შეცდომა დაუშვა და თამაშის რიტმიდან ამოვარდნილი ჩანდა.
პაულინიო

ბრაზილიელმა მოედანზე მხოლოდ უკანასკნელი 11 წუთი გაატარა, შესაბამისად, განსაკუთრებული ვერაფერი შემოგვთავაზა.
ჟერარ პიკე

ყოველთვის როცა პიკე ბურთს იღებდა, მოედანზე გამაყრუებელი სტვენა ისმოდა. ძნელი სათქმელია ამან იქონია თუ არა გავლენა მის თამაშზე, მაგრამ მის მიერ ჩატარებული ბევრად უკეთესი შეხვედრებიც გვინახავს.
ივან რაკიტიჩი

პირველ ტაიმში ბურთის განაწილებას და შეტევაში ჩართვას არ ერიდებოდა, თუმცა, მიღებულმა ყვითელმა ბარათმა მეორე ნახევარში მის თამაშზე გავლენა იქონია.
ჟორდი ალბა

მისთვის საუკეთესო თამაში ნამდვილად არ გამოვიდა. ბევრი შეცდომა დაუშვა და ვერც შეტევებში ერთვებოდა კარგად.




ყველაზე კარგი დახასიათება ინის და სემედოს ქონდათ და ეგ ორი გაიყვანა მაინც და მაინც 😀 სემესო საღოლ, ასე თუ ისე კარასკო გააჩერა რასაც ხშირად ნახევარი რეალი ბაიერნი და რავი ვინ ვერ ახერხებდა. კარვახალზე ზედ იარა მაგ კარასკომ რამდენჯერმე. ინი კარგად დაძვრებოდა მარა ტრავმა ახალო მოშუშებული აქ მაინც. ისე კი ცოდოა ინი, თავის ფლანგზე არავინ ყავს. ალბა კიდე ვერ ერთვება ბოლო ხანებში შეტევაში კარგად. მარცხენა ვიგერი გვჭირდება რო ინიმ კარგი პასებით მოამარაგოს, აბა გომეშს სად გაუძვრინა პასი მარა რათ გინდა. მესის 8 კაცი მეურვეობს, სუარესს გინდ მიეცი გინდ არა ბურთს ვერ აჩერებს და პასის ადრესატი არ ყავს ტიპს. სანჩესი მაინც დააბრუნეთ. ლიგაზეც ითამაშებს და შეტამაშებულია ინისთან კარგად. თან მაქს. 20 დაჯდეს ზამთარში სანამ ეგეც პსჟ ემ წაიყვანა
ზუსტი და მოკლე დახასიათება. შრულად ვეთანხმები.
ალბასა და გომეშის გარდა ყველა მომეწონა.