მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ადრიანო: არდა თურანს ბარსელონაში წარმატების მიღწევა ჯერ კიდევ შეუძლია

ადრიანო: არდა თურანს ბარსელონაში წარმატების მიღწევა ჯერ კიდევ შეუძლია

“ბარსელონას” ყოფილი მცველი, ადრიანო, რომელიც ამჟამად “ბეშიქთაშის” ღირსებას იცავს, არდა თურანის შესახებ საუბრობს.

“არდას “ბარსას” შემადგენლობაში ადგილის დამკვიდრება ნამდვილად შეუძლია. – ციტირებს ბრაზილიელის სიტყვებს Diario AS.

“მის კარიერაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა 6 თვიანმა დისკვალიფიკაციამ, რომლის შემდეგაც არდას ძველ ფორმაში დაბრუნება გაუჭირდა და რიტმიდან ამოვარდა.

არდამ რამდენჯერმე ტრავმაც მიიღო, რამაც მისი განვითარება შეაფერხა და ახლა მას რთული პერიოდი უდგას, თუმცა, მე დარწმუნებული ვარ, რომ ის მალე ისევ გახდება ფეხბურთელი, რომლის თამაშის ყურებითაც, არც თუ დიდი ხნის წინ, გულშემატკივარი სიამოვნებას იღებდა.

ბარსელონაში მსგავსი ტიპის პრობლემები მეც მქონდა, მაგრამ იქ გატარებული პერიოდით ძალიან კმაყოფილი ვარ” – აცხადებს ადრიანო.

შეგახსენებთ, რომ ადრიანო კორეია კლარო “ბარსელონას” შემადგენლობაში 2010-დან 2016 წლამდე გამოდიოდა და გუნდთან ერთად 16 ტიტული მოიგო.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (4)

  • lado-barca
    schedule 14 ოქტ 2017, 00:17

    ციტატა: ani-barca10

    ციტატა: WinGs

    ციტატა: Visca el barca
    რატომ იკლო საიტზე ხალხის აქტიურობამ, რა არის კაცო, დავიჯერო ნახევარზე მეტ მომხმარებელი დაბლოკა ადმინმა


    5000 მომხმარებელია რეგისტრირებული საიტზე, თუ ზუსტად გაინტერესებს, უბრალოდ ახლა არაა ის პერიოდი როცა ყველა დაინტერესებულია აქ შემოსვლით. თამაშების დროს მოიმატებს აქტიურობა და სატრანსფერო ფანჯარა რომ გაიხსნება მითუმეტეს 🙂


    შეიცვალა თუ არა დიზაინი მაშინვე იკლო ხალხმა :დ იმიტო რო დაახლოებით 5 დღე ავტორიზაციას ვერ გადიოდა ვერავინ, ვისაც ჩართული ქონდა დარჩენილი მარტო ისინი წერდნენ და ეგეთები ცოტა იყო, თან ისეთ ადგილზე არის ეგ ავტორიზაცია რო ზოგი მგონი ახლაც ვერ აგნებს :დდდ


    აქ ვარ სულ

  • Guro messi
    schedule 13 ოქტ 2017, 22:00

    ადრიანო მაგრად მომწონდა.არდა გასაშვებია

  • julian_draxler
    schedule 13 ოქტ 2017, 18:17

    ტრანსფერების დროს უფრო აქტიურია საიტი და როცა ბარსელონა თამაშობს ეხლაა ჩვეულებრივი ამბავია სულ ასე ხოლმეე

    ციტატა: gurgenidze

    ციტატა: Visca el barca
    რატომ იკლო საიტზე ხალხის აქტიურობამ, რა არის კაცო, დავიჯერო ნახევარზე მეტ მომხმარებელი დაბლოკა ადმინმა


    დიზაინის ცვლამ იცის

  • gurgenidze
    schedule 13 ოქტ 2017, 17:09

    ციტატა: Visca el barca
    რატომ იკლო საიტზე ხალხის აქტიურობამ, რა არის კაცო, დავიჯერო ნახევარზე მეტ მომხმარებელი დაბლოკა ადმინმა


    დიზაინის ცვლამ იცის