დასრულდა სანაკრებო შეხვედრები და მოგვიახლოვდა მივიწყებული ლა ლიგა, სადაც შედგება მატჩი “ბარსელონასა” და “ატლეტიკოს” შორის.
“ბარსას” ლიდერი ლიონელ მესი კლუბს კარგი განწყობით უბრუნდება – არგენტინელმა საკუთარი ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე გაიყვანა. ახლა ლიონელი ეცდება, რომ “ბარსელონას” დაეხმაროს “ვანდა მეტროპოლიტანოზე” გასამართ მატჩში.
მესის ახალი გამოწვევა აქვს – მან უნდა შეძლოს და დაეხმაროს “ბარსელონას”. კლუბს, რომელსაც ახალ სტადიონებზე თამაშის დროს არც ისე კარგი სტატისტიკა აქვს.
ერთ-ერთი საყვარელი გუნდი
მესიმ “ატლეტიკოს” 27 გოლი გაუტანა 34 მატჩში, აქედან 12 “ვისენტე კალდერონზე” ჩატარებული 17 მატჩიდან.
მესის ყველაზე მეტი გოლი “სევილიას” კარში აქვს გატანილი – 29. მე-2 ადგილზე ზემოთ ნახსენები “ატლეტიკოა”, ხოლო მას “რეალი” მოსდევს 24 გოლით.




თუ ვანდა მეტროპოლიტანოზე მინიმუმ გოლს შეაგდებს ძალიან კარგი იქნება.მოგებაში კი ეჭვი არ მეპარება.