“ბარსელონას” კაპიტანმა, ანდრეს ინიესტამ კატალონიური კარიერის ყველაზე მძიმე და სასიხარულო მომენტებზე ისაუბრა.
“ჩემ კარიერაში ყველაზე მძიმე მომენტი ტიტო ვილანოვას სიკვდილი იყო. ეს იყო განსაკუთრებულად რთული პერიოდი როგორც სპორტული, ასევე პიროვნული თვალსაზრისით.
რაც შეეხება სასიხარულო მომენტებს – პირველი ჩემპიონთა ლიგის ტიტული, პირველი ლა ლიგის ტიტული, “სტემფორდ ბრიჯზე” გატანილი გოლი “ჩელსის” კარში. თუმცა, ყველაზე კარგად პირველ გუნდში ჩატარებული სადებიუტი მატჩი მახსოვს.”-ამბობს ინიესტა.




აა მარადონას მსოფლიო როაქვს მოგებული მარტო მაგიტო ჯობია? 😀
ის წინაზე ვინ დამიციტირა რო იასნია კველა მადრიდისტას ურჩევნია მარადონა მესისო და ხედირას და მიულერს როაქვთო მსოფლიო ჯობია ორივე რონალდოსო აი ეს რაშუაში იყო არვიცი