ლა ლიგის მე-6 ტურის მატჩში “ბარსელონამ” “ჟირონა” 3:0 დაამარცხა. მასპინძლებმა საკუთარ კარში 2 გოლი გაიტანეს, 69-ე წუთზე კი ლუის სუარესმა შეხვედრას წერტილი დაუსვა.
ესპანეთის ჩემპიონატის წლევანდელ გათამაშებაში გატანილი 20 გოლიდან 9 ლიონელ მესის ანგარიშზეა. კატალონიელთა მეტოქეებმა საკუთარ კარში 3-ჯერ გაიტანეს. წარმოგიდგენთ “ბლაუგრანას” საუკეთესო ბომბარდირთა ხუთეულს ლა ლიგაში.

“ბარსელონამ” ექვსივე შეხვედრა მოიგო. მეორე ადგილზე მყოფ “ატლეტიკოს” კატალონიური გრანდი 4 ქულით უსწრებს. “ლურჯ-ბროწეულისფრებმა” 8 გოლით მეტი გაიტანეს ვიდრე დიეგო სიმეონეს შეგირდებმა და ცხრით მეტი, ვიდრე “რეალმა”.




წყალი არ გაუვა ბრატ.ჩვენი უნდა იყოს ყველაფერი წელს
ვისკა ბარსა
ტრებლს დავდებთ მჯერა ჩვენი ბიჭების.ღმერთი შეგვეწევა
ავტოგოლი იქნებ მესისაც დაეწიოს