workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
Sing to survive (ნაწილი II, ფეხბურთელები)

Sing to survive (ნაწილი II, ფეხბურთელები)

თქვენ უკვე იხილეთ თუ რა სიმღერებია დაწერილი მსოფლიოს წამყვან კლუბებზე (ვისაც არ უნახავს, შეუძლია ნახოს აქ ) ახლა ფეხბურთელების დრო დადგა. მოუსმინეთ და დატკბით იმ სიმღერებით, რომლებიც ამ ბრწყინვალე ფეხბურთელებზეა შექმნილი. 

 

დავიწყოთ “ბარსელონას” გენიოსით. ჩავი ერნანდესზე მართლაც შესანიშნავი სიმღერაა დაწერილი. პირადად მე უდიდესი სიამოვნებით ვუსმენ.

 

 

ახლა ვიქტორ ვალდესი. ესეც ასევე სასიამოვნო მოსასმენი სიმღერაა.

 

 

რონალდინიო გაუჩოოოოო. მართალია სიმღერაში საერთოდ არ ამბობენ სახელ “რონალდინიო”–ს, თუმცა ის ნამდვილად ეძღვნება ბრაზილიელ ლეგენდას.

 

რიკარდო ისექსონ დოს სანტოს ლეიტე, იგივე კაკა–კიდევ ერთი ბრაზილიელი ლეგენდა. სიმღერა რეპ სტილშია.

 

რაულ გონსალეს ბლანკო–არამარტო ესპანეთის, არამედ მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა. სასიამოვნო სიმღერა, მექსიკურ სტილში.

 

ტიერი დანიელ ანრი–არ ვიცი რა ვთქვა, ასეთი ფეხბურთელები მართლაც მილიონში ერთი თუ დაიბადება. თავის დროზე იგი შეუდარებელი იყო: ბრწყინვალე დრიბლინგი, სისწრაფე, დარტყმა… მემგონი ძალიან გამიგრძელდა, ამიტომ მოუსმინეთ ამ რეპ–სტილში დაწერილ სიმღერას ანრიზე

 

პ.ს. სამწუხაროდ სხვა ფეხბურთელებზე ვეღარ მოვიძიე, მაგრამ აქ რაც არის მართლა კარგი სიმღერებია; ისიამოვნეთ 🙂

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში