მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონა ვარჯიშს დაუბრუნდა

ბარსელონა ვარჯიშს დაუბრუნდა

ევროსარბიელზე წარმატებული გამოსვლის შემდეგ, “ბარსელონა” ლა ლიგაზე ამახვილებს ყურადღებას.

კატალონიური კლუბი ლა ლიგის სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზეა. ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის გახსნით მატჩში, ვალვერდეს კოლექტივმა “იუვენტუსის” წინააღმდეგ შთამბეჭდავი გამარჯვება მოიპოვა (3:0). სეზონის წარმატებული სტარტი ნაწილობრივ, ლიონელ მესის საოცარმა გამოსვლამ განაპირობა.

პაკო ალკასერი ჯგუფთან ერთად ვარჯიშს განაგრძობს. რაც შეეხება, რაფინიასა და არდა თურანს, ამ კვირაში მათი მოედანზე ხილვა საეჭვოა. მთავარ მწვრთნელს სურს, რომ “ბარსელონამ” წარმატებული სვლა განაგრძოს, რისთვისაც, მოთამაშეებმა ფიზიკური ფორმა უნდა შეინარჩუნონ.

“ხეტაფესთან” მატჩში არ გამოირიცხება ცვლილებებიც. შესაძლოა, სათადარიგო ფეხბურთელებმა სათამაშო პრაქტიკა მიიღონ. სუპერთასის ფინალში “რეალთან” მარცხის შემდეგ, “ბარსელონამ” ზედიზედ 4 შეხვედრა მოიგო, 12 გოლი გაიტანა და ყოველ ჯერზე კარი მშრალად შეინახა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (3)

  • Bus-5-quets
    schedule 15 სექ 2017, 01:17

    1-2 ძირითადის ზამენაზე დასმა და დასვენება ნორმალური იქნება. სავარაუდოდ მარტივად მოვიგებთ

  • Semedu
    schedule 15 სექ 2017, 00:25

    ნამდვილად არაა როტაციების დროო .დროო შევინარჩუნოთ ეს 4 ქულიანიი უპირატესობაა

  • Johan Cruyff 14
    schedule 14 სექ 2017, 23:46

    აბა მიდით ბიჭებო