მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
Sport: ინიესტა და ბარსელონა ანაზღაურებაზე ვერ თანხმდებიან

Sport: ინიესტა და ბარსელონა ანაზღაურებაზე ვერ თანხმდებიან

“ბარსელონას” ნახევარმცველი, ანდრეს ინიესტა გუნდის დატოვებას არ გეგმავს, იტყობინება Sport.

ფეხბურთელის პრიორიტეტი კლუბში დარჩენაა, მისი აგენტები კი სწორედ ამ მიმართულებით მუშაობენ. “ბარსელონას” მიერ შეთავაზებული კონტრაქტის მიხედვით, თითოეული სეზონის დასრულების შემდეგ კაპიტანი თავად გააკეთებს სამომავლო არჩევანს. როგორც ცნობილია, ანდრესი წინააღმდეგი არ არის.

თუმცა, არსებობს მოუგვარებელი ფინანსური საკითხები. ინიესტა მიიჩნევს, რომ კლუბმა ის სათანადოდ უნდა დააფასოს.

ესპანეთში დიდი რეზონანსი გამოიწვია კაპიტნის მიერ, პრეზიდენტის სიტყვების უარყოფამ. როგორც იცით, ბართომეუმ განაცხადა, რომ კლუბმა ინიესტასთან პრინციპულ შეთანხმებას უკვე მიაღწია.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (2)

  • Guro messi
    schedule 08 სექ 2017, 09:10

    ინიესტამ კარიერა ბარსაში უნდა დაასრულოს და დროზე გაუხანგრძლივონ კონტრაქტი

  • Ana-maria
    schedule 07 სექ 2017, 18:45

    Aba moewera xelio:d bidzjna 2 daguglo bartumeus amogigdebs:d