კატალონიური კლუბი მზადაა რაფინია ალკანტარა გუნდიდან იანვარში გაუშვას, თუ ბრაზილიელი შემტევი ნახევარმცველის გამოსყიდვის უფლებას შეინარჩუნებს. ამ ინფორმაციას Mundo Deportivo ავრცელებს.
ცნობილია, რომ 24 წლის ფეხბურთელს მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე მოხვედრა სურს, რისთვისაც მას მიმდინარე სეზონში სათამაშო პრაქტიკა სჭირდება. ბრაზილიელ ფეხბურთელს საკმარისი სათამაშო დროის “ბარსელონაში” მიღების იმედი არ აქვს და ის იანვარში გუნდის გამოცვლას გეგმავს.
კატალონიელები მზად არიან ფეხბურთელის სურვილს დაემორჩილონ და ისიც ისევე გაყიდონ, როგორც 2013 წელს ჟერარ დეულოფეუ – გამოსყიდვის უფლებით.
რაფინიას “ბარსელონასთან” კონტრაქტი 2020 წლამდე აკავშირებს და მისი გამოსასყიდი თანხა 75 მილიონი ევროა. გავრცელებული ინფორმაციით, ფეხბურთელის შეძენის სურვილს “ლივერპული”, “არსენალი”, “ტოტენჰემი”, “მილანი”, “ინტერი” და “ვალენსია” გამოთქვამენ.



