მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ანდრეს ინიესტა: “იმედი მაქვს, მარკო ასენსიო პროგრესს განაგრძობს”

ანდრეს ინიესტა: “იმედი მაქვს, მარკო ასენსიო პროგრესს განაგრძობს”

“ბარსელონას” კაპიტანი ანდრეს ინიესტა მადრიდის “რეალის” ამომავალ ვარსკვლავზე, მარკო ასენსიოზე საუბრობს და იმედს გამოთქვამს, რომ ნაკრებში მისი თანაგუნდელი პროგრესს განაგრძობს.

“ის ფაქტი, რომ მარკო აქ, ნაკრებშია, ბევრ რამეზე მეტყველებს. მისი თამაში, ჩვენთვის, მოულოდნელობა არ ყოფილა. ასეთi მოთამაშის გამოჩენა “რეალისთვისაც” მნიშვნელოვანია, რადგან ის გუნდს ბევრ რამეს მატებს.

ასენსიოს გამოჩენა ზოგადად ესპანური ფეხბურთისთვის კარგი სიახლეა. იმედი მაქვს, ის მიღწეულით არ დაკმაყოფილდება და მოუმატებს. ასეთ შემთხვევაში, ნაკრებში მისი თამაშით კიდევ დიდხანს დავტკბებით.” – ციტირებს ინიესტას სიტყვებს Football Espana.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში