კატალონიის “ბარსელონამ” და “დეპორტივო ალავესმა” ახალგაზრდა მაროკოელი ფორვარდის, მუნირ ელ-ჰადადის ტრანსფერის თაობაზე შეთანხმებას მიაღწიეს.
“ვალენსიაში” არენდით გატარებული 1 წლის შემდეგ მუნირი მიმდინარე 2017/2018 წლების სეზონში იჯარის წესით ვიტორიაში ითამაშებს.
აღსანიშნავია, რომ მუნირს “ბარსელონასთან” კონტრაქტი 2018 წლის ივნისში ეწურება და, შესაძლოა, “ალავესში” გატარებული არენდის შემდეგ კატალონიურ გრანდში აღარც დაბრუნდეს.



