როგორც იცით, რაფინია ალკანტარა ერთ-ერთი იყო იმ ფეხბურთელთაგან, რომლის “ბარსელონადან” წასვლაზეც ამ ზაფხულში ბევრი იწერებოდა.
თუმცა, სერიოზული ტრავმის გამო, რომელიც ბრაზილიელმა ჯერ კიდევ წინა სეზონის ბოლოს მიიღო, ის ვარჯიშს სექტემბრის ბოლომდე ან ოქტომბრის დასაწყისამდე ვერ შეძლებს, შესაბამისად, მისით დაინტერესება ძალიან მცირეა და რაფინიას “ბარსაში” დარჩენა, სულ მცირე, იანვრამდე მოუწევს.
გამოჯანმრთელების შემდეგ კი დიდი ალბათობით ის გუნდს დატოვებს, რადგან მას 2018 წლის მუნდიალზე თამაში სურს და ამისთვის საკლუბო დონეზე თავის გამოჩენაა საჭირო, კატალონიურ გრანდში კი ბრაზილიელს ამის საშუალება არ მიეცემა.



