“ბარსელონამ” და “ვერონამ” 19 წლის სამხრეთ კორეელი შემტევის, ლი სეუნ-ვოს ესპანურიდან იტალიურ გუნდში გადასვლა ოფიციალურად დაადასტურეს.
უცნობია, თუ რა თანხას მიიღებენ კატალონიელები “ბარსა ბ”-ს ყოფილი ფეხბურთელის სანაცვლოდ, რომელიც თავის ძალებს სერია A-ში მოსინჯავს. ცნობილია, რომ “ბარსელონას” აზიელი ტალანტის გამოსყიდვის უფლება მომდევნო 2 წლის განმავლობაში ექნება.


