Football Espana-ს ინფორმაციით, “ბარსელონამ” არდა თურანის მესუთ იოზილში გაცვლა სცადა.
გერმანელის კონტრაქტი “არსენალთან” 1 წლის შემდეგ იწურება და “ბარსელონამ” ჩათვალა, რომ “მეთოფეები” მსგავს გარიგებას დათანხმდებოდნენ. თუმცა, ინგლისურმა კლუბმა ტრანსფერზე უარი თქვა და ახლა მესუთის უფასოდ დაკარგვის რისკის წინაშე დგას.
“ბარსელონა” თურანის გაყიდვის ვარიანტის განხილვას განაგრძობს. მოცემულ მომენტში თურქით “მონაკო” და “გალათასარაი” არიან დაინტერესებულნი.



