workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონას” გაყიდვაც უჭირს: 7 ფეხბურთელის ბედის გადასაწყვეტად 2 დღეა დარჩენილი

“ბარსელონას” გაყიდვაც უჭირს: 7 ფეხბურთელის ბედის გადასაწყვეტად 2 დღეა დარჩენილი

მიმდინარე ზაფხულში, “ბარსელონას” ფეხბურთელების არა მხოლოდ დამატება, არამედ გასხვისებაც ძალიან უჭირს. ამის შედეგი კი ისაა, რომ გუნდში დასაშვებზე მეტი ფეხბურთელია.

ესპანეთის ჩემპიონატში 25 ფეხბურთელის დარეგისტრირებაა შესაძლებელი, “ბარსას” პირველ გუნდში კი 27 მოთამაშე ირიცხება. ეს ნიშნავს, რომ კატალონიური კლუბი მინიმუმ ორმა ფეხბურთელმა უნდა დატოვოს.

Sport-ის ცნობით, წასვლის კანდიდატები თურანი, გომეში, დუგლასი, რაფინია, მარლონი, ვერმალენი და მუნირი არიან.

ყველაზე მარტივად სიტუაცია მარლონ სანტოსის შემთხვევაშია. ახალგაზრდა ფეხბურთელის “ნიცაში” გადასვლა თითქმის გადაწყვეტილია.

მარლონის წასვლის შემთხვევაში, დიდი ალბათობით, გუნდში დარჩება ტომას ვერმალენი, რომელიც მე-4 ცენტრალური მცველი იქნება.

დუგლას პერეირას “ბენფიკა” იწვევს, მაგრამ პორტუგალიელები ბრაზილიელი მარჯვენა მცველის ფინანსურ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებენ. სავარაუდოდ, დუგლასს კვლავ გაანათხოვრებენ.

მუნირ ელ ჰადადის “რომა” იწვევს, მაგრამ იტალიელები მხოლოდ 10 მილიონს იხდიან, რაც “ბარსელონასთვის” ძალიან ცოტაა.

არდა თურანი დუგლასის მსგავს სიტუაციაშია: მის მსურველ კლუბებს ფეხბურთელის ხელფასის გადახდა არ შეუძლიათ.

ანდრე გომეშს “იუვენტუსს” უკავშირებენ, მაგრამ მოლაპარაკებების წარმატებით დასრულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება, დრო კი უკვე ძალიან ცოტაა დარჩენილი.

რაფინიას, მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე მოსახვედრად, სათამაშო დროის მიღება სურს და ის მზადაა წავიდეს. ტრანსფერის წინააღმდეგი არც “ბარსელონაა”, რომელიც შეთავაზებებს ჯერ კიდევ ელის. თუმცა, ფეხბურთელის მსურველთა რიცხვს მისი ტრავმა ამცირებს.

მიმდინარე ზაფხულში “ბარსელონა” ჯერ მხოლოდ სამმა ფეხბურთელმა დატოვა. კრისტიან ტელიო “ბეტისში” 4 მილიონად გადავიდა, ჟერემი მატიე ლისაბონის “სპორტინგში” უფასოდ წავიდა, სერჟი სამპერი კი “ლას პალმასში” გაანათხოვრეს.

3 ფეხბურთელის გაშვებას თითქმის 2 თვე დასჭირდა, 7 ფეხბურთელის საკითხის გადასაჭრელად კი 2 დღეზე ცოტათი მეტია დარჩენილი…

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward