მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ვალენსია” მესისთან დაკავშირებით კონდოგბიას განცხადებას უარყოფს

“ვალენსია” მესისთან დაკავშირებით კონდოგბიას განცხადებას უარყოფს

ესპანური კლუბი “ვალენსია” უარყოფს გუნდის ახალწვეულის, ჟოფრეი კონდოგბიას სიტყვებს, თითქოს მან ლიონელ მესი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად მოიხსენია.

გუშინ, ესპანურ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს, კონდოგბიამ კითხვაზე, აკლდა თუ არა “რეალს” “ვალენსიასთან” მატჩში მსოფლიოს საუკეთსო ფეხბურთელი, ანუ კრიშტიანუ რონალდუ, უპასუხა: “არ ვიცოდი, მესი თუ “რეალში” თამაშობდა”.

დღეს, “ვალენსიამ” კონდოგბიას მიერ მესის თაობაზე კომენტარის გაკეთება უარყო.

“საფეხბურთო კლუბი ვალენსია კატეგორიულად უარყოფს არარსებულ განცხადებას, რომელიც ჟოფრეი კონდოგბიას მიაწერეს და რომელიც ფეხბურთელ ლეო მესის ეხება.” – ვკითხულობთ “ვალენსიას” ოფიციალურ Twitter-ზე გაკეთებულ განცხადებაში.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში