მიუხედავად “ლივერპულის” რამდენიმე უარისა, “ბარსელონა” ფილიპე კოუტინიოს არ ეშვება. ამჟამად, ბრაზილიქში ფეხბურთელი კატალონიური გრანდის ყოფილ შემტევთან, ნეიმართან ერთად ეკვადორსა და კოლუმბიასთან გასამართი მატჩებისთვის ემზადება და Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, მათ შორის “ბლაუგრანაზე” საუბარი შედგა. “პარი სენ-ჟერმენის” ფეხბურთელი თანამემამულეს ურჩევს, რომ ინგლისი არ დატოვოს.
“ნეიმარმა კოუტინიოს უთხრა, რომ “ლივერპულის” გადაწყვეტილებას, რომელიც ფეხბურთელის გადასვლას ხელს უშლის, მომავალში იგი არ ინანებს”, ვკითხულობთ პრესაში. მეორე მხრივ კი “სელესაოს” პირველი ვარჯიშიდან გავრცელდა ფოტო, სადაც ჩანს, თუ როგორ ესაუბრება კლუბის ახალწვეული პაულინიო მერსესაიდელთა ათიანს.
ბრაზილიური მედია კი კვლავ წერს, რომ წითლები პოზიციას ინარჩუნებენ და კატალონიელები არ ნებდებიან. გარდა ამისა, ბრიტანელმა ჟურნალისტმა ჯეიმს პირსმა, რომელიც Liverpool Echo-ში მუშაობს განაცხადა, რომ კოუტინიო გუნდში დარჩება.


