მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
უსმან დემბელე: “ბარსას” თამაშებს 8 წლიდან ვუყურებ, მესი კი ისტორიაში საუკეთესოა”

უსმან დემბელე: “ბარსას” თამაშებს 8 წლიდან ვუყურებ, მესი კი ისტორიაში საუკეთესოა”

“ბარსელონას” ახალწვეულმა, უსმან დემბელემ, პრეზენტაციის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის შეკითხვებს უპასუხა.

“ძალიან ბედნიერი ვარ იმით, რომ აქ, მსოფლიოს საუკეთესო გუნდში ვიმყოფები.”

“მოუთმენლად ველი იმ დღეს, როდესაც ვარჯიშსა და მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელებისგან სწავლებას დავიწყებ… მესისგან, სუარესისგან და სხვებისგან.”

“ბარსელონას” თამაშებს 8 წლის ასაკიდან ვუყურებ. მას შემდეგ, ამ გუნდში გამოსვლა ჩემი ოცნებაა. ახლა კი, ჩემი ეს პატარა ოცნება რეალობად იქცა.”

“105 მილიონი ევრო? ეს ჩემ ნერვებზე არ მოქმედებს. სატრანსფერო ბაზარი ცოტათი გაგიჟდა.”

“ლიონელ მესისთან ერთად თამაში დიდი პატივია. ის ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესოა. მე კი აქ იმისთვის ვარ, რომ ვისწავლო.”

“ვალვერდეს” ვესაუბრე. მას იმედი აქვს, რომ ადაპტაციას სწრაფად გავივლი. ის ძალიან კარგი მწვრთნელია.”

“ჯერ ძალიან ახალგაზრდა ვარ იმისათვის, რომ ნეიმარი ჩავანაცვლო.”

“უმტიტიმ მასთან ცხოვრება შემომთავაზა. ჩვენ კარგი მეგობრები ვართ და მნიშვნელოვანია, რომ გარშემო მეგობრები გყავდეს.”

“საფრანგეთის ნაკრებში ყველა “კოღოს” მეძახის.”

“ყოველთვის ვიცოდი, რომ “ბარსელონაში” ვითამაშებდი.”

“დორტმუნდის “ბორუსიასთან”, ბოლო მომენტამდე, ყველაფერი კარგად იყო. ეს ჩემი შეცდომაა. მათ იცოდნენ, რომ “ბარსელონაში” თამაში ჩემი ოცნება იყო.”

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში