“ვალენსიას” ახალწვეულმა, ჟოფრეი კონდოგბიამ, “რეალთან” ნათამაშები მატჩის (2:2) შემდეგ საინტერესო კომენტარი გააკეთა.
მადრიდული გუნდის კარში ერთი გოლის გამტან ფეხბურთელს ასეთი კითხვა დაუსვეს: “აკლდა “რეალს” დღეს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი?” ამ კითხვის დასმის დროს, ჟურნალისტს მხედველობაში კრიშტიანუ რონალდუ ჰყავდა.
კონდოგბიამ ასე უპასუხა: “არ ვიცოდი, მესი თუ “რეალში” თამაშობდა.”



