დორტმუნდის “ბორუსიას” ყოფილი ფეხბურთელი, უსმან დემბელე დღეს ბარსელონაში მიფრინავს. კვირას მისი ფოტოსესია შედგება.
ორშაბათს, თბილისის დროით 15:30 საათზე კონტრაქტის გაფორმება იგეგმება, ხოლო 16:00 საათზე ფრანგს პრესასთან წარადგენენ. აქედან 45 წუთში დემბელე “კამპ ნოუზე” გამოვა.
17 საათსა და 30 წუთზე დანიშნულია “ბარსელონას” ახალწვეულის პრეს-კონფერენცია.
20 წლის ფორვარდის სანაცვლოდ კატალონიურმა გრანდმა 105 მილიონი ევრო გადაიხადა. გერმანელები აგრეთვე ბონუსებსაც მიიღებენ.




დემბელე მაგარი ბიჭია და მჯერა რომ მაგრად ითამაშებს
კოუტინიოს მოყვანა შეტევის გაძლიერებას ნიშნავს … ნახევარ მცველი გვინდა კარგი ნახევარმცველი დაცვიდან ბურთი რო ამოჰქონდეს და შეეძლოს ბურთის ნორმალურად დაჭერა :/ გული მტკივა მესის ამ დღეში რომ ვხედავ :/ :@
მოდი უსმან მოდი <3
ვნახოთ ერთი 145 მილიონის სანაცვლოდ რა სარგებელს მოუტანს გუნდს.