მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
პაულინიო: “კრიტიკა ვერაფერს დამაკლებს”

პაულინიო: “კრიტიკა ვერაფერს დამაკლებს”

მიმდინარე ზაფხულში “ბარსელონას” ყველაზე ძვირადღირებული შენაძენი ბრაზილიელი პაულინიოა, თუმცა მისი გადმოსვლას “ბარსას” გულშემატკივართა უმრავლესობა დიდი სიხარულით არ შეხვედრია.

რა თქმა უნდა, პაულინიო ამით კმაყოფილი არაა და სურს, რომ ქომაგებს შეხედულება მალე შეაცვლევინოს.

“თუ მოვინდომებ და კარგად ვითამაშებ, შევძლებ, რომ ხალხის დამოკიდებულება ჩემს მიმართ დადებითად შეიცვალოს.

პატარა აღარ ვარ და კრიტიკა ვერაფერს დამაკლებს. მოედანზე ყველაფერს გავაკეთებ, თანაგუნდელებს გამარჯვებაში და ტიტულების მიღებაში დავეხმარები.” – განაცხადა ბრაზილიელმა Diario Sport-თან ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რომ პაულინიო “ბარსელონამ” ჩინური “გუანჩჟოუ ევერგრანდიდან” 40 მილიონ ევროდ შეიძინა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში