“ბარსელონას” ესპანელი ცენტრალური მცველი, ჟერარ პიკე ხვალ, “ალავესთან” შეხვედრაში მონაწილეობის მიღების შემთხვევაში ისტორიულ შედეგს დააფიქსირებს. 2008-09 წლების სეზონის შემდეგ “ბარსაში” გადმობარგებიდან დღემდე მან 399-ჯერ დაიცვა კლუბის ღირსება, 35 გოლი გაიტანა და 25 ტიტულიც მოიგო.
პიკეს “ბლაუგრანაში” ასპარეზობას საფეხბურთო სამყაროსთვის ბევრი შთამბეჭდავი კადრი შემოუნახავს. როგორ აღნიშნავს იგი საკუთარი მაისურით “სანტიაგო ბერნაბეუზე” გატანილ გოლს, რომელმაც ანგარიში 6-2 გახადა, ან იმავე “რეალის” 5-0 დამარცხების შემდეგ გაშლილი ხელით ნაჩვენები ხუთი თითი.
“კლასიკოს” გარდა, პიკეს კლუბის გულშემატკივრებისთვის კიდევ ბევრ მეტოქესთან დაუმახსოვრებია თავი.
იყო დრო, როცა პიკეს სერიოზული ჩავარდნა ჰქონდა და თავისი ფორმის ფსკერზეც იყო დაშვებული, თუმცა ლუის ენრიკეს მწვრთნელობის პირველ წელს მან მტკიცედ გადაწყვიტა ისევ პიკში დაბრუნებულიყო და იმ წელს მან “ბარსელონასთან” ერთად მეორე ტრიპლეტი მოიგო.
პიკე კლუბში ბედნიერია და წინა კვირის ინტერვიუს მიხედვით თვლის, რომ აქ კიდევ ბევრ წელს გაატარებს. “ყოველ წელს “ბარსაში” უფრო და უფრო დიდი ენთუზიაზმით ვატარებ, რადგან ვხვდები, რომ ჩემი დრო მცირდება.”
აღსანიშნავია, რომ “ბლაუგრანას” მაისურით პიკეს მოედანზე 33 653 წუთი აქვს გატარებული.


