როგორც იცით, გუშინ უეფას ჩემპიონთა ლიგის წილისყრა გაიმართა და “ბარსა” “იუვენტუსთან”, “ოლიმპიაკოსთან” და ლისაბონის “სპორტინგთან” ერთად D ჯგუფში მოხვდა.
“ბარსელონას” სპორტული დირექტორის, პეპ სეგურას განცხადებით, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში ერთადერთი მეტოქე, რომელიც კატალონიურ გუნდს პირველობაში შეეცილება, ტურინის “იუვენტუსია”.
“ჩვენ ამ ჯგუფში გამოკვეთილი ოპონენტი გვყავს “იუვენტუსის” სახით. თუმცა, არ უნდა ვიფიქროთ, რომ დანარჩენი გუნდების უგულებელყოფა შეიძლება: ორივე ისტორიული გუნდია და მათ ამ ტურნირზე თავიანთი სიტყვის თქმა შეუძლიათ.
ნებისმიერ მეტოქეს პატივი თანაბრად უნდა ვცეთ.” – განაცხადა სეგურამ.
გამორჩეული იქნება “ოლიმპიაკოსთან” დაპირისპირება, რადგან ბერძნულ კლუბში თავის დროზე სწორედ პეპ სეგურა (2008) და ერნესტო ვალვერდე (2008-09) მუშაობდნენ.
“ოლიმპიაკოსი” ჩვენთვის განსაკუთრებული მეტოქეა. მე და ვალვერდე წარსულში ამ გუნდის მწვრთნელები ვიყავით და მასთან კარგი მოგონებები გვაკავშირებს.
ვიცით, თუ რა შეუძლია “ოლიმპიაკოსს” – მათი დამარცხება ჩვენთვის იოლი არ იქნება, განსაკუთრებით კი საბერძნეთში.” – განაცხადა სეგურამ Barca TV-სთან ინტერვიუში.



