ჟან-მიკაელ სერის აგენტი ფრანკლინ მალა საინტერესო განცხადებას ავრცელებს. მისი თქმით, “პარი სენ-ჟერმენი” ცდილობს “ბარსელონას” ფეხბურთელების შეძენაში ხელი შეუშალოს.
“ჩემი კლიენტის “ბარსელონაში” გადასვლა შესაძლებელი იყო. კატალონილები “ნიცასთან” მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ.
სამშაბათს, “ბარსელონას” წარმომადგენლები საფრანგეთში იყვნენ და ტექნიკურ დეტალებზე საუბრობდნენ. მათ სერის შესაძლებლობები კარგად იცოდნენ.
“პარი სენ-ჟერმენი” “ნიცას”, ჩემ კლიენტთან დაკავშირებით, 3 დღის წინ დაუკავშირდა. ამის მიზეზი ისაა, რომ პარიზელებმა “ბარსელონა” იხმარონ.”



