“დეპორტივო ალავესის” ახალგაზდა ბრაზილიელმა ცენტრალურმა მცველმა, როდრიგო ელიმ “ბარსელონასთან” დაპირისპირების წინ კომენტარი გააკეთა.
“ლა ლიგის მეორე ტურში “ბარსელონასთან” ძალიან რთული მატჩი გველის. ეს გუნდი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა, “ბარსა” ახალ პროცესშია და რაღაცები გასაუმჯობესებელი აქვს.” – განაცხადა 23 წლის ბრაზილიელმა.
შეგახსენებთ, რომ “ბარსელონასა” და “ალავესს” შორის მატჩი “მენდისოროსაზე” სტარტს 26 აგვისტოს, 20 საათსა და 15 წუთზე აიღებს.



