“პარი სენ-ჟერმენი” გუნდის არგენტინელ შემტევს, ანხელ დი მარიას “ბარსელონაში” არ გაუშვებს. Le Parisien-ის ინფორმაციით, ამის შესახებ პარიზელთა პრეზიდენტმა, ნასერ ალ-ხელაიფიმ ჟოზეპ მარია ბართომეუს სატელეფონო საუბრის დროს განუცხადა.
Marca-ს ცნობით, დი მარიამ “ბარსელონასთან” 4-წლიანი კონტრაქტის პირობები შეათანხმა, მაგრამ როგორც ჩანს, ტრანსფერი მაინც არ განხორციელდება.



