მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონა” პსვ-ს 19 წლის ფეხბურთელს იწვევს

“ბარსელონა” პსვ-ს 19 წლის ფეხბურთელს იწვევს

“ბარსელონამ” თვალი “პსვ ეინდჰოვენის” 19 წლის შემტევს, სტევენ ბერგვეინს დაადგა.

გავრცელებული ინფორმაციით, ესპანური და ჰოლანდიური კლუბები მოლაპარაკებებს უახლოეს მომავალში გამართავენ. “ბარსელონას” სურს, ახალგაზრდა ჰოლანდიელი ფეხბურთელი ან ახლა, ან ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს შეიძინოს.

ბერგვეინი პსვ-ში 2014 წლიდან ირიცხება. ეინდჰოვენელთა პირველ გუნდში მას 31 თამაში აქვს ჩატარებული. ფეხბურთლს ასევე ჰოლანდიის ყველა ასაკობრივ ნაკრებში უთამაშია.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში