მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“მილანს” რაფინიას იჯარით აყვანა სურს

“მილანს” რაფინიას იჯარით აყვანა სურს

იტალიელი სპორტული ჟურნალისტის, ჯანლუკა დი მარციოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “მილანი” რაფინია ალკანტარას იჯარით აყვანის ვარიანტს განიხილავს იმ შემთხვევისთვის, თუ მ’ბაიე ნიანგი გუნდს დატოვებს.

გუშინ გავრცელებული ინფორმაციით, “როსონერიმ” სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობა დაასრულა, მაგრამ თუ კლუბი ნიანგმა დატოვა, მაშინ ვინჩენცო მონტელას გუნდს მისი შემცვლელის მოძებნა მოუწევს.

იტალიელი ჟურნალისტის ცნობით, “მილანი” რაფინიას არა ყიდვის, არამედ იჯარით აყვანის ვარიანტს განიხილავს.

რაფინია, ამჟამად, ტრავმირებულია და ის მკურნალობის ბოლო ეტაპს გადის.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში