workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მესიმ ეტო’ოს გადაასწრო

მესიმ ეტო’ოს გადაასწრო

გუშინ “ბარსელონას” ფორვარდმა ლეო მესიმ დუბლი გაიფრომა “ერკულესის” წინააღმდეგ. ეს იყო მისთვის “ბარსელონას” შემადგელობაში ოფიციალურ მატჩებში 164–ე ბურთი ყველა ტურნირზე, ხოლო რაც შეეხება ლა ლიგას მან 109– ე ბურთი შეაგდო, რითაც სამუელ ეტო’ოს გადაასწრო, კამერუნელს “ბარსელონას” შემადგელობაში 108 გოლი ჰქონდა.  მის წინ მხოლოდ და მხოლოდ ესპანელი სესარ როდრიგესი და უნგრელი კუბალა არიან, რომელთაც “ლა ლიგაში” შესაბამისად, 195 და 131 ბურთი აქვთ საკუთარ ანგარიშზე. 
ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ “ლა ლიგა”, ხოლო რაც შეეხება ყველა ტურნირს, აქ მესიმ უკვე დიდი ხანია გადაასწრო, რივალდოს, პაულინიო ალკანტარას, სამუელ ეტო’ოს და ახლა გაუთანაბრდა ხოსეპ ესკოლას. მის წინ სესარ როდრიგესი, კუბალა და სამიტიერი იმყოფებიან, რომელთაც შესაბამისად 235, 196 და 178 ბურთებით აქვთ თავიანთ ანგარიშზე.
 აქვე გთავაზობთ საუკეთესო 10–ეულს “ბარსელონას” ისტორიაში.
თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ლეო მესი ჯერ მხოლოდ 23 წლისაა და იგი არ აპირებს “ბარსელონას” დატოვებს, მას აქვს შანსი გახდეს ამ დიდებული კლუბის საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში